
წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკვე მესამედ გადაიდო. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩატარდება.
ჩხოროწყუს საკრებულოს კი ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. თანამდებობაზე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.
საკრებულოს სხდომები ორივე რეგიონში ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.