
2020 წლისთვის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტის დანაკლისი საშემოსავლო ნაწილიში კი 1.8. მილიარდი ლარი იქნება - ამის შესახებ პრემიერმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია. პრემიერის შეფასებით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაზეა მორგებული.
ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას მინუს 4%, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი აი, ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დაახლოებით იქნება 8.5 %.
როდესაც ჩვენ ოპონენტები გვსაყვედურობენ, მაგალითად, რაღაცა პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში და შემოსავალზე, - განაცხადა პრემიერმა.