
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი გუშინ საღამოს - ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს, რომ პატიმრობაში დატოვონ.
ასევე, ცნობილია, რომ დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
გამოძიების ინფორმაციით, კაცმა 22 დეკემბერს ორსულ ცოლს დანით ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.