დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს გოგა გზირიშვილს, რომელიც ორსული ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული.

გზირიშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს, რომ პატიმრობაში დატოვონ. პატიმრობას მოითხოვს პროკურატურაც.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული მკვლელობის მიზეზად შეურაცხყოფას ასახელებს, თუმცა რას გულისხმობს, ამის თქმას ის სასამართლოზე აპირებს.

"ბრალდებული ამას ძალიან განიცდის, როდესაც აზრზე მოვედი რა გავაკეთე, შევხედე, იმწუთასვე, 112-ში დავრეკეო, პოლიცია სხვაგან მიდიოდა და დავუძახე მობრძანდით, აქ არისო. პიროვნება აცხადებს სამართლებრივ, მორალურ და ზნეობრივ კაპიტულაციას, აღიარებს ყველაფერს რაც მოხდა, მაგრამ რატომ ჩაიდინა ამის გაცნობიერება უჭირს. მიზეზს ასახელებს შეურაცხყოფას, მძიმე შეურაცხყოფა ესეც ახსენა, როდესაც მე ჩავეკითხე, მაინტერესებდა რაში გამოხატა, მან თავი შეიკავა და მითხრა, რომ სასამართლოს მოახსენებს", - თქვა ბრალდებულის ადვოკატმა.

გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს კაცმა ცოლს დანით ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ქეთა კეპულაძე ადგილზევე გარდაიცვალა. გოგა გზირიშვილისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20-ც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი