"არ უნდოდა, კალაძისთვის ხელი დაედო" - ზვიად კუპრავა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატმა, ზვიად კუპრავამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანიაში შეხვედრა გამართა. მას აინტერესებდა, რა შეიცველბა გაორმაგებული თანხით კომპანიის რიგით თანამშრომლებისთვის, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ. 

"მათი ინიციატივა იყო გაძვირება, თუ მერიის, ამ კითხვაზე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, არც კალაძისთვის უნდოდა ხელი დაედო, არც თავის თავზე იღებდა ამ ყველაფერს. მთავარ კითხვაზე პასუხი, რომ როგორც 2021-შია ფასი 50 თეთრი, რომ დარჩეს ეს ფასი, შეძლებს თუ არა მეტროპოლიტენი და ავტობუსი 2022 წელს ისევე მუშაობას, პასუხი იყო კი. თუ შეძლებს მეტრო და ავტობუსი მუშაობას იმ თანხაში, რა თანხასაც დღეს საზოგადოება იხდის ტრანსპორტში, მაშინ რატომ ძვირდება?" - თქვა ზვიად კუპრავამ. 

კუპრავა საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრია და ახლა ის აპირებს, რომ ერთ-ერთი მეტროსადგურის თანამშრომლებს შეხვდეს.

ამავე თემაზე:

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - მგზავრობის საფასურთან ერთად, დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი