ინფორმაცია არ ვრცელდება "გარეშე პირის ინტერესების დასაკმაყოფილებლად" - მალავს თუ არა ხელისუფლება გატაცების 3 ფაქტს?

გამოქვეყნდა:

ასეთი მოვლენა, რომ სუს-მა არ იცოდეს უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაცია, არ არსებობს - ასე პასუხობს ლილუაშვილსი უწყება დავით ქაცარავას, რომელიც ამბობს, რომ ოფიციალურად დადასტურებული 7 პირის გარდა, ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ 3 პირია, რომლებიც 1 წლის წინ სოფელ გრემისხევიდან გაიტაცეს და ხელისუფლება ამ ფაქტს დღემდე მალავს.

სუს-ში ამტკიცებენ, რომ უკანონო დაკავებების შესახებ სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა მალავენ თუ არა საქართველოს მოქალაქეების ტყვეობას, ამაზე კონკრეტულად არ პასუხობენ და ამბობენ, რომ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი და მათი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით ხდება და არა რომელიმე "გარეშე პირის ინტერესების დასაკმაყოფილებლად".

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ, კიდევ 4 პირი გაიტაცეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი