ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი, ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში შემავალი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამსახური საერთოდ გაუქმდა.
"დასამშვიდებლად" კი მელაშვილს დაპირდნენ, რომ მის მონაცემების დასაქმების ბიუროში გადააგზავნიან.
მელაშვილი ამბობს, რომ უცნობია რა და ვინ შეითავსებს ამ სამსახურის ფუნქციას.
"მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ესე ჰქვია მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, ეს სამსახური გააუქმეს.
ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა", - თქვა ივერი მელაშვილმა.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა