პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და მწვავე - აკო მინაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ 200-მდე ადამიანი შიმშილობს. დღეს კიდევ ელოდებიან ადამიანებს აჭარიდან და სამეგრელოდან, რომლებიც მოშიმშილეებს შეუერთდებიან.

პარტიის ერთ-ერთი წევრი, აკო მინაშვილი, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ "ოცნების" ქილიკი სინამდვილეში მათი ნერვიულობის ნიშანია.

"ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, ხედავს ყველა, რამდენად კონსოლიდირებულია "ნაციონალური მოძრაობა", რამდენად გააქტიურებულია "ნაციონალური მოძრაობა" და ეს პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება ნამდვილად, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ლოკაციაზე და კიდევ უფრო მწვავე. მათ შორის აქციებით", - თქვა აკო მინაშვილმა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ცვლილებების მისაღწევად სწორედ პროტესტის მსგავსი ფორმებია საჭირო.

"ოცნების" დეპუტატმა ღუდუშაურმა ენმ-ს მასობრივ შიმშილობის პროტესტი დღეს ასე "ახსნა" - "კგბშნიკი" ბიძა ჩამოვიდა [თემურ ალასანია], თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი