თუ მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება არასწორი იყო, გაასაჩივროს - მაჭარაშვილი ივერი მელაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტის, ივერი მელაშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, თუ ივერი მელაშვილი თვლის, რომ მისი გათავისუფლება არასწორი იყო, "შეუძლია, გაასაჩივროს".

"ეს ფაქტი არ ვიცი, რასაც მეუბნებით. რამდენი საჯარო მოხელე სად გათავისუფლდება, არ ვიცი, არ არის ცნობილი ჩემთვის. თუ მას მიაჩნია, რომ არასწორი იყო გათავისუფლება, შესაბამისი კანონმდებლობა ჩვენთან არსებობს და შეუძლია, ეს გაასაჩივროს", - თქვა მაჭარაშვილმა. 

კითხვას, ასოცირდება თუ არა ეს პოლიტიკურ დევნასთან, მან ასე უპასუხა: "არ შეიძლება ასეთი ტიპის საკითხები პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს".

ცნობისთვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში შემავალი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამსახური საერთოდ გაუქმდა. "დასამშვიდებლად" ივერი მელაშვილს დაპირდნენ, რომ მის მონაცემების დასაქმების ბიუროში გადააგზავნიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი