ხმაურით და დაპირისპირებით დასრულდა, კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში, სადაც დასუფთავების გადასახადის გაორმაგებას, ოპოზიცია აპროტესტებდა.
სხდომაზე თბილისის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა რომელმაც ტარიფის გაძვირება, მოსახლეობის რაოდენობის ზრდით ახსნა.
რომეო მიქაუტაძე, დღეს თავს იმით იმართლებდა, რომ ნარჩენების რაოდენობა იზრდება, კერძო სექტორის და სამედიცინო კლინიკების მიერ გადახდილი თანხა კი მომსახურებას არ ყოფნის.
ოპოზიცია, დასუფთავების გადასახადის გაზრდას აპროტესტებს და ამბობს, რომ კერძო სექტორი, გაორმაგებულ საფასურს, ისედაც კრიზისში მყოფი მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღებს, რაც მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"ოცნების" საკრებულოს მაღალჩინოსნები კი ტრადიციულად "9 წელზე" აპელირებდა.
იხილეთ ასევე:
მგზავრობის საფასურთან ერთად, დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება