"ალბათ დადგებოდა ის მომენტიც, რომ არავის აღარ ექნება საჯარო მოხელედ ყოფნის სურვილი" - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ხელფასების გაზრდის შემდეგ.
გორის საკრებულომ ბიუჯეტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.
"ჩემი ხელფასი იყო 3 200 და 5 060 გახდა, მერის ხელფასი 5 500. მე ნამდვილად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს, ფაქტიურად ხელფასების ზრდა არ მომხდარა 4 წელიწადზე მეტია და ალბათ დადგებოდა ის მომენტიც, რომ არავის აღარ ექნება საჯარო მოხელედ ყოფნის სურვილი", - თქვა დავით რაზმაძემ.
გორის საკრებულომ მერს, თავმჯდომარესა და სხვა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს, ააიპებს კი დაფინანსება.