"მივემხრობოდი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას" - ჯაში მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, გლობალური საპარლამენტო კავშირის ბორდის წევრი, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას ემხრობა. მისი თქმით, აუცილებელია მან შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მიიღოს.

ამ თემაზე მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ სწორედ დღეს არსებული, თუნდაც პოლიტიკური ტემპერატურა იყოს შედარებით შემცირებული და ეს იქნება პოზიტიური, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი, როგორც მკურნალობა, ასევე, რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მე მივემხრობოდი პირადად საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას", - თქვა მარიამ ჯაშმა. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი მე-4 დღეა სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.

ამავე თემაზე:

ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია - ახალი ინიციატივა პრეზიდენტს და მოლაპარაკებები ათონელის რეზიდენციაში
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი