"ქართული ოცნება" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს ასახელებს.
გადაწყვეტილების შესახებ "ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია, არ სჭირდება ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე. შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციების მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, კობახიძის თქმით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს, რომელიც ამავე კომიტეტში პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დღესვე ოცნებამ პოლიტსაბჭოს 2 წევრი - ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაამატა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა კახა კუჭავამ დატოვა