"პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები"- 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განიხილეს

გამოქვეყნდა:

მთავრობის 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი - მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განიხილეს. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლისთვის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება,  ბიუჯეტის დანაკლისი საშემოსავლო ნაწილში კი მილიარდ 800 მილიონი  ლარი იქნება.  მისი თქმით, არსებული ანტიკრიზისული ბიუჯეტი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაზეა მორგებული.

მთავრობაში ვარაუდოებენ, რომ ექსპორტი  6 % შემცირდება. შემცირებას ელოდებიან ფულადი გზავნილების ნაწილშიც. გაზრდილია საგარეო ვალიც, რომელიც დაახლოებით 4 მილიარდს აჭარბებს. დანაკლისია საშემოსავლო ნაწილშიც.

მინისტრების განცხადებით, ქამრები მაქსიმალურად შემოიჭირეს, რის შედეგადაც 600 მილინო ლარი დაიზოგა. 

600 მილიონამდეა დანაზოგი. არ დარჩენილა უწყება, სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელშიც არ გაგველო დეტალურად დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით . ჩვენ არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ... რაც შეეხება კოვიდ ფონდში აკუმულირებულ და მობილიზებულ თანხებს, ის შეიძლება მოხმარდეს  მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს, ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას, - განაცხადა ფინანსტა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, 60 % შემცირდა სახელფასო ფონდიც. აღნიშნული ფაქტი, თურნავამ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით ახსნა. 

როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. ეს არის ნაწილობრივ საჯარო მოხელეების ხელფასების შემცირების 60%, გარდა ამისა, მივლინებები, გარდა მწვავე აუცილებლობისა, არ ფინანსდება. შესყიდვები სხვა და სხვა მიმართულებით, გაუმჯობესებები, ყელაფერი ეს ამოღებულია ბიუჯეტიდან, - განაცხადა თურნავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი