
დიდი მადლობა კახას, მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა "ქართული ოცნების" ბრიფინგზე კახა კუჭავას შემცვლელად დასახელებულმა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძესა და პოლიტსაბჭოს.
"მნიშვნელოვანია პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას, ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ 2024 წლამდე მოხდეს საკანონმდებლო ბაზის და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს ექნება აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე და ოპოზიციის ჩართვა და მათთან თანამშრომლობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა",- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ინფორმაციით, 8-თვიანი მუშაობის შემდეგ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.
იხილეთ ასევე:
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კუჭავას პაპუაშვილი შეცვლის