
ზუგდიდის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ენმ-ს წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ბრალეულობა ვერ დაადგინა:
"ზუგდიდის მერიამ რომ მიჩივლა ქალაქის იერსახე დაამახინჯა სტენსილებითო იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამამართლა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა რომ სამართალდარღვევა ჩავიდინე. ის დღეა ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ჩემი თითი რომ შეეწირა)
ზუგდიდის მერიის წარმომადგენელი ისეთ დღეში იყო შემეცოდა ჩვენ არ გვინდოდა ოქმის შედგენა ზუგდიდის პოლიციამ მოგვმართა და რა გვექნაო))
წინ კიდევ ორი სასამართლო მაქვს და სხვა თუ არაფერი მერიაზე და პოლიციაზე მაინც ვიცინებ - სხვა საქმე რომ არაფერი აქვთ გარდა იმისა მე მსდიონ". წერს ანი წითლიძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, საქმე ეხება 26 ნოემბერს გამართულ აქციას, სადაც ოპოზიცია ზუგდიდის ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა. პოლიციამ ოპოზიციონერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა რა დროსაც წითლიძეს თითი მოსტეხეს.