
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს შემადგენლობას 2 წევრი დაამატა. როგორც თავმჯდომარე კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საბჭოს შემადგენლობას ემატება ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი
"ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაში" დიდი გადაადგილებებია. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კახა კუჭავამ. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.