
კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს. მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს.
„კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს “, - თქვა "ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.