"გულწრფელად ეს ქალი შემეცოდა და ფეხით დავკიდებდი იმას, ვინც აიძულა, რომ ეს გაეკეთებინა და დაეწერა" | ნიკა გვარამია ნინო ნიჟარაძეზე

გამოქვეყნდა:

"თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჩართო იმ განცხადებით, რომელიც შეიტანა და მერე უკვე აქ დაასრულა ეს თვითლიკვიდაცია" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილ მფლობელზე, ნინო ნიჟარაძეზე ისაუბრა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძე ადამიანურად შეეცოდა და "ფეხით დაკიდებდა" ყველას, ვინც აიძულა, რომ ეს სარჩელი დაეწერა.

"ეს, რასაც ჩვენ დღეს ვუყურეთ, იყო ადამიანური ტრაგედია. იმიტომ, რომ ადამიანი ხვდებოდა ყოველი მისი სიტყვა როგორ ანადგურებდა მას და თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჩართო იმ განცხადებით, რომელიც შეიტანა და მერე უკვე აქ დაასრულა ეს თვითლიკვიდაცია. კატასტროფა იყო. მე ძალიან შემეცოდა ეს ქალბატონი, გულწრფელად გეუბნებით. მიუხედავად იმისა, რომ უფლება არ მქონდა არ დამეკითხა ისე, როგორც დავკითხე. დიდი ბოდიში, მაგრამ შეცოდება ორმხრივია, იმიტომ, რომ მან მოიგონა ჩემ წინააღმდეგ დანაშაულის შემცველი ფაქტები და ამიტომ ვარ მე-3 წელია ამ მდგომარეობაში მეც, ჩემი ოჯახიც და ყველა ჩემი ახლობელიც. გულწრფელად ეს ქალი მე შემეცოდა და ფეხით დავკიდებდი ყველას, ვინც აიძულა, რომ ეს გაეკეთებია. ის ჩვენ გამო კი არ იყო ცუდად, ვინც ეს დააწერინა და დღეს ეს ვინც ალაპარაკა, იმის გამო იყო ცუდად",- თქვა ნიკა გვარამიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთავი 2-ის საქმეზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი დასრულდა. 

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი