ნიკა გვარამიას საქმე - სასამართლოში რუსთავი 2-ის ყოფილ მეწილეს და კახა ბექაურს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მართლმსაჯულება და კიდევ ერთი პროცესი საქალაქო სასამართლოში - ამ წუთებში, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება, რომელიც მოწმეების დაკითხვით უნდა განახლდეს.  

რუსთავი 2-ის საქმეზე დაცვის მხარის მიერ გამოძახებულ 2 მოწმეს უნდა მოუსმინონ. ნიკა გვარამიას ადვოკატების მოთხოვნით, სასამართლოს წინაშე შეკითხვებს რუსთავი 2-ის 10%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა უნდ უპასუხონ.

ჯერჯერობით სასამართლოში არც ერთი მათგანი არ მისულა. უკვე ადგილზე იმყოფებიან ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი