პასუხს მოსთხოვენ მის პირდაპირ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია რეალობას აცდენილია - ამბობენ მთავრობის წევრები ამერიკის ელჩის კელი დეგნანისა და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას. 

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ვიზიტი პროკურატურაში ბევრ რაიმეს უნდა ნიშნავდეს. მათი თქმით, უკვე არსებობს კითხვის ნიშნები თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და გაფრთხილება ამერიკის მხრიდან აღნიშნული კითხვების არსებობიდან გამომდინარეობს. 

როდესაც გენერალურ პროკურორთან მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრთხილებს წინასაარჩევნოდ შეწყდეს საქართველოში ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება, სათანადო რეაგირება, მათ შორის მოსთხოვენ პასუხს მის პირდაპირ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე

მისი თქმით, ივანიშვილისთვის ყველაზე ძვირფასი მისი ქონებაა. ოპოზიციონერი კელი დეგნანის ვიზიტს ძალიან დროულად და სერიოზულად აფასებს.

ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წნეხით უნდა შევამციროთ ის რისკები, რაც მოაქვს ასეთ პროკურატურას. ამისთვის ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვუხდით მადლობას. ასეთი წნეხის გარეშე, ჩვენი რისკები ივანიშვილის რეჟიმის პირობებში უფრო დიდი იქნებოდა, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია

ოპოზიციის წევრები ასევე დარწმუნებული არიან, რომ კელი დეგნანისა და მთავარი პროკურორის შეხვედრაზე ნახსენები იქნებოდა 8 მარტის შეთანხმება და "ქართული ოცნების" მხრიდან მისი შესრულების აუცილებლობა. 

მთავრობა ამბობს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების რეაციებს არასწორად იგებს. მთავრობის წარმომადგენლები შოთაძისა და ამერიკის ელჩის შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი