
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ- დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალგორის მოსახლეობა უპირისპირდება.
დაბაში ჩასულ ბიბილოვს მათ ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვეს, რომელიც 2019 წლის შემდეგ ჩაკეტილია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხს მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება.
შეხვედრაზე თვითაღიარებულ პრეზიდენტს მოქალაქეებმა ქართულად მიმართეს და უთხრეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, თუმცა ამის საშუალება წლებია არ ეძლევათ.
"86-ე წელს ვამთავრებ. მომეხმარეთ, გამაგებინეთ რა დავაშავე?! "ტამოჟნიაზე" შემოვედი, 10 000 გადამახდევინეს და აღარ მიშვებენ, რომ ოპერაცია გავიკეთო. მომეცით საშუალება, ჩავიდე, გავიკეთო ოპერაცია, დავბრუნდები და მკვდარიც თქვენი ვიქნები და ცოცხალიც",- ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქე.
ანატოლი ბიბილოვი შეეცადა, ახალგორის მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ თბილისთან შედარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პირობები უკეთესია.
ამავე თემაზე: