
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა, ერთ-ერთ მათგანზე ძებნაა გამოცხადებული - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.