მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით შეშფოთებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილი გაუქმების გამო და ფიქრობს, რომ ეს არის ხელისუფლების მორიგი თავდასხმა დამოუკიდებელ ორგანოზე.
თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლოზეც ისაუბრა, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეს უკავშირდება და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესს აფასებს, როგორც "წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესს"
ადვოკატმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.
"განსაკუთრებით არის შეშფოთებული იმ ზეწოლით, რაც მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ. ის არის კვლავინდებურად სუსტად, მაგრამ როგორც მითხრა მისი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი მიმდინარეობს სტაბილურად, შედეგის თვალსაზრისით ვნახავთ რაღაც პერიოდის შემდეგ როგორი მდგომარეობა გვექნება.
რაც შეეხება პროცესს, აფასებს ისე, როგორც არის, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და არავითარი კავშირი მართლმსაჯულებასთან ან სამართალთან არ გააჩნია.
ის თვლის, რომ ინსპექტორის აპარატის გაუქმება ორგანოსი, რომელიც პოლიტიკურ წნეხს არ უშინდება და არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იმ ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომლებიც ქართული ოცნების საქვეუწყებო დაწესებულებები არ არიან, ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე მორიგ მნიშვნელოვან დარტყმას, და ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმებას, რაც ქართული დემოკრატიისთვის შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი",- ამბობს შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უკვე მივიდა. პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: