ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დასაწევად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თემაზე მან მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნებრივი იქნებოდა შემდეგი შეხვედრა სამივე პრეზიდენტის მონაწილეობით შედგეს.

გიორგი მარგველაშვილს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, ორივემ და გამოვხატეთ მზაობა და გამოვახატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ სამი პრეზიდენტის ფორმატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალს, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებს", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

მისივე განცხადებით, სწორად მიაქცია, რომ ასეთ პროცესში გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლისა და ნიკა გვარამიას საქმეები.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის ხაზგასმით, პუტინის პატიმარი - გიორგი მარგველაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი