
"ერთ დღეში გამოცხადებული დიქტატურა" - წერს ნიკა გვარამია ინ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელსაც "ოცნების" პარლამენტი რიგგარეშე სხდომებზე, დაჩქარებული წესით განიხილავს:
"ერთ დღეში გამოცხადებული დიქტატურა:
სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს აუქმებენ დაჩქარებული წესით;
მოსამართლეებს გამოხატვას უკრძალავენ, თუ არა და დასჯიან გამარტივებული კვორუმით, და ესეც დაჩქარებული წესი.
და ჰოი სიახლე: ჟურნალისტებს ეკრძალებათ საუბარი ინფორმაციაზე, წყაროს დასახელების გარეშე, ანუ წყაროს კონფიდენციალობა მკვდარ არს.
მერე გამოვფხიზლდეთ, საცივის კეთებას და წითელი ღვინის სმას რომ აგვიკრძალავენ, ჯერ კიდევ ვისაც შეგვიძლია ამის უფლება მივცეთ საკუთარ თავს და ვინც სიცივით და შიმშილით არ ვკვდებით, როგორც ჩვენი მილიონი თანამოქალაქე." - წერს ნიკა გვარამია