
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუტთში გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
ამ დროისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი გორშია. რა მოხდა და როგორ არის დეტალებს ვარკვევთ, - წერს გიორგი ჩალაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამეხდრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი არ შეუშვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კლინიკაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე: