ახალი დეტალები - ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დღეს, 27 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დადგენილების გასაცნობად ორი ბადრაგი მივიდა:

"ახალი დეტალები: მიშას გადაყვანა გადაწყვეტილი იყო,დოკუმენტები გააფორმეს, ბადრაგირების მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოამზადეს.

მასთან პალატაში შევიდა ორი ბადრაგი-რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის დადგენილება უნდა გაგაცნოთო.

მიშამ დადგენილებას არ მიიღო, ჯერ ფურცლები გამოყარა პალატიდან და მერე ბადრაგი.

არის თუ არა დაშავებული მესამე პრეზიდენტი არ ვიცი ჯერ !

ეს არ არის რეაბილიტაცია, ეს არის პატიმრის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-წერს ელისო კილაძე.

მანამდე ელისო კილაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამეხდრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი არ შეუშვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კლინიკაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი