“სუსტად არის… უკეთესობა არ იყო არაფერში” | ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 26 დეკემბერს მოინახულა, მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის თავს ისევ სუსტად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

​"გუშინ სუსტად იყო, ყველა მისი სიმპტომი იყო ისეთი, როგორც მთელი კვირა, უკეთესობა ნამდვილად არ იყო არაფრის",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმებოდა.  დღესვე მიხეილ სააკაშვილი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი