"თუკი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, აპირებს შიმშილობის გაგრძელებას" | ეკა ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

"თუკი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, აპირებს შიმშილობის გაგრძელებას" - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს. 

ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის წამებასთან და წამების გაგრძელებასთან. იცით, რომ ის ამ წუთას რეაბილიტაციას აქ არ გადიოდა, ის უბრალოდ გარიდებული იყო გლდანის ჯოჯოხეთს და იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა პერიოდი ადამიანის ზემოქმედების გამო მიღწეული გადაწყვეტილებით ყოფილიყო შედარებით უკეთეს პირობებში. 

ადამიანს არანაირი შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკეთებისთვის არ აქვს. ბოლოს რომ ვნახე მიხეილ სააკაშვილი, გითხარით, რომ ის ჩივილები, რაც ჰქონდა, გამონაყარით და ხელის კანკალით დაწყებული, მარჯვენა თვალი და მარვენა მხარე თითქმის პარეზი აქვს. თვალის კუნთს საერთოდ ვერ ამოძრავებს. და ეს არის ექიმების მიერ დადასტურებული. 

...მას აქვს ნათქვამი, რომ თუკი ისინი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, ის დაუყოვნებლივ, აი ამ ჯანმრთელობის მდგომარეობით ადამიანი რომელიც ვერ იკვებება ფაქტობრივად პატარა ბავშვის დოზასაც ვერ იღებს, და ყოველდღიურად იკლებს წონას, ეს ადამიანი აპირებს ისევ შიმშილობას, - ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმებოდა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი