"გრძელდება მიხეილ სააკაშვილის წამება და ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდეს, უბიძგებენ შიმშილობა დაიწყოს" | ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"გრძელდება მიხეილ სააკაშვილის წამება და ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდეს, უბიძგებენ შიმშილობა დაიწყოს", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წვერმა, ლევან ხაბეიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის წამება გრძელდება.

"დღეს წამების ქვეშ ჰყავთ სააკაშვილი. ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრია ან რეაბილიტაციას გადის სააკაშვილი, როცა გადმოყვანის დღიდან მასზე ხდება ზეწოლა, რომ ხან ტელევიზორს ჩამოგართმევთ, ხან მნახველებს არ შევუშვებთ, ხამ ერთ კვირაში უკან გაგიყვანთ, იმიტომ რომ უკვე კარგად ხარ.

რომელმა ექიმმა თქვა, რომ კარგად არის? რომელმა ექიმმა თქვა, რომ მას მკურნალობა აღარ სჭირდება? რომელმა ექიმმა თქვა, რომ ჯანსაღად არის? მეტიც, ყოველდღიურად ვისმენთ, რომ სუსტად არის, ამ ჰოსპიტალშიც კი შეუძლებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობა და ამასობაში აქედანაც გატაცებას უპირებდნენ და სავარაუდოდ, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმებოდა. მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი