მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი ფრაგმენტი იქნება - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანას არაადამიანურ მოპყრობად აფასებს. მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა დასრულებული არაა და ამ ფონზე მისი ციხეში დაბრუნება დაუშვებელია.

ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მიხიელ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს არაერთი მიმართულებით.

"ეს იქნება რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ასე ვთქვათ, ფრაგმენტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჯაჭვში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ამ ეტაპზე ადამიანის გადაყვანა საერთოდ სადმე, ესეთ პირობებში, როცა მას მკურნალობაც კი არ უტარდება ადეკვატური, წარმოუდგენლად მეჩვენება. რა თქმა უნდა, მდგომარეობა დამძიმდება, და არა მარტო ერთი მიმართულებით, შეიძლება ნერვოლოგიური მიმართულებითაც დამძიმდეს, ასევე, რეფიდინგის მიმართულებითაც. ეს ნიშნავს, რომ კიდევ არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან გვექნება საქმე, რაც დაემატება "ემპათიას" დასკვნას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარედგინება, ასევე გადაეცემა უკრაინის სახალხო დამცველსაც", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი