იუსტიციის მინისტრი მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა დაასრულა და ის ციხეში უნდა დაბრუნდეს.
ბერგაძის თქმით, მესამე პრეზიდენტი უნდა მოთავსდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი ისევ განაახლებს შიმშილობას, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, როგორც წინა შემთხვევაში:
"თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში" ამბობს ბრეგაძე.
იხილეთ ასევე:
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და გაწერილია ჰოსპიტლიდან - ბრეგაძე