ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები გუშინდელი ინციდენტის ვიდეოჩანაწერების უწყვეტი ეპიზოდის ამოღებას ითხოვენ. როგორც ის ამბობს, პლასტიკის საათის მოხსნის ეპიზოდში, მესამე პრეზიდენტზე ფიზიკურად იძალადეს, თუმცა მისი თქმით, ამაზე იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს ბრიფინგზე დღეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს:
"საათი, რომელიც 5 კვირა ეკეთა მაინცდამაინც მაშინ მოუნდათ, რომ მოეხსნათ, 6 ადამიანი შევიდა, საწოლში ძალადობით, თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს ეს საათი" - აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, აღნიშნული საათი საშიშროებას არ წარმოადგენს და საინტერესოა, რატომ გაახსენდათ მხოლოდ ახლა, თუ კანონდარღვევა იყო.