დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლის შეზღუდვაზე იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტმა მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია. ის იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს მიმართავს განმარტება გააკეთონ, რატომ შეიზღუდა მესამე პრეზიდენტთან ვიზიტორების შეშვება. გორის ჰოსპიტალში.

"მისი მარტო დატოვება ეხლა, იმ ადამიანების გარეშე, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით როგორ ეპყრობა სახელმწიფო და როგორ ეპყრობა პენიტენციური სამსახური და ზოგადად ეს რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი. [...] 

მე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ვალდებული, რომ პარლამენტის წევრები დაუშვან მის მოსანახულებლად, დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გვეძლევა ჩვენ საშუალება, განსაკუთრებით უფლებადამცველებს, მის პირად ექიმებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის წამების კიდევ ერთი ფორმა და დასჯა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მხრიდან", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი