"გვითხრეს, რომ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან, დღეში მხოლოდ ერთი ადამიანი შევა" | ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას 16:00-დან 18:00 საათამდე დღეში მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს. ინფორმაციას Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე წერს. 

- სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს. არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი;

- გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში;

- არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.

- სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება, - წერს ხატია დეკანოიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი