
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, "ოცნების" წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.
თუმცა, მის ამ ქმედებას მმართველი პარტიის წევრების გაღიზიანება მოჰყვა და ბოკუჩავას მიკროფონი გაუთიშეს.
ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.