
"როცა ლაპარაკია ქვეყნის დაცვაზე და კონსოლიდაციაზე, მე ყოველთვის მზად ვარ ამ პროცესში რიგით ჯარისკაცად ჩავერთო", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
როცა ლაპარაკია ქვეყნის დაცვაზე და კონსოლიდაციაზე, მე ყოველთვის მზად ვარ ამ პროცესში რიგით ჯარისკაცად ჩავერთო. თუ ეს პროცესი არ გაღრმავდება, ეს პროცესი არ გაღრმავდება, მაგრამ ის მაინც არ იქნება, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა გაამთლიანონ და დაიცვან და მე გვერდით დავდექი როგორც ძალიან ბევრი ჭკვიანი სკეპტიკოსი და ათასი მიზეზი მოვძებნე, რომ ჩვენ არ გავაძლიეროთ ქვეყანა, - ამბობს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი"