"რო გადავწყვიტავთ გავაჟღერებთ" - მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმის ვინაობა დღეს გაირკვევა

გამოქვეყნდა:

ვინ იქნება მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი - "რო გადავწყვიტავთ გავაჟღერებთ" ამბობს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი მალხაზ ურთმელიძე. ურთმელიძის ინფორმაციით, ეს "სავარაუდოდ დღეს იქნება".

​მან "მთავარის" ჟურნალისტის კითხვას, ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შეშვების შეზღუდვის გადაწყვეტილება, აღარ უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სანქცია ჰოსპიტალმა გუშინ გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტთან მნახველებს მხოლოდ 4-დან 6 საათამდე შეუშვებენ.

დღე მიხეილ სააკაშვილთან შესვლას გეგმავს უკრაინის კონსული, ასევე "ემპათიას" ექსპერტები, თუმცა უცნობია, მისცემენ თუ არა მათ ამის უფლებას.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი