"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ მისცა საშუალება "ლელოს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, ალტერნატიული კანონპროექტი დაერეგისტრირებინა.
რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ მომზადებულ კანონპროექტს "ოცნება" დაჩქარებული წესით განიხილავს და ლონდა თოლორაიას უწყებას მარტიდან გააუქმებს. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით სესიაზე დღეს გაიტანს.
"ქართულმა ოცნებამ" უკვე მეორედ არ მისა საშუალება "ლელოს" ალტერნატიული კანონპროექტი დაერეგისტრირებინა. ამ მიზნით მათ გუშინ, 28 დეკემბერს ბიუროს სხდომა მიზანმიმართულად ჩაშალეს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.