"ოცნება" აღიარებს, რომ ბიუროს სხდომა შეგნებულად ჩააგდო - მიზეზი "ლელოს" ალტერნატიული კანონპროექტია

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციის საპასუხოდ, შეგნებულად ჩააგდეს. ბიუროზე "ლელოს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დაერეგისტრირებინა.

"სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ჩვენი ის მოქმედება, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის რაიმე განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების სადამსჯელო სპეცოპერაცია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ - მმართველმა პარტიამ დღეს ბიუროს სხდომა ჩაშალა, ამის მიზეზი, "ლელოს" მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი იყო, რომლის დარეგისტრირება ქართულ ოცნებას არ სურდა.

ინსპექტორის სამასახურის შესახებ კანონპროექტს ამ წუთებში კომიტეტი განიხილავს. პარლამენტში იმყოფება ლონდა თოლორაიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ შტურმი და შურისძიებაა.

ამავე თემაზე დღეს პარლამენტში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა "ოცნების" დეპუტატებთან შეხვედრა გამართა და მოუწოდა მათ შეაჩერონ დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი