თუ გავიხსენებთ რა პირობებში გამოვიდნენ კომენტარის გასაკეთებლად, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ მასზე ზეწოლა ყოფილიყო - ადვოკატი ექიმ გოგორიშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების კვალს ხედავს ნინო გოგორიშვილის ჯანმრთელობის დამძიმებაში:

"გუშინდელ ფაქტს თუ გავიხსენებთ თუ რა მოხდა და რა პირობებში გამოვიდნენ ჰოსპიტალის დირექტორი და ქალბატონი ნინო გოგორიშვილი კომენტარის გასაკეთებლად და გახსოვთ ალბათ დირექტორმა წაიკითხა დაწერილი განცხადება გოგორიშვილის ნაცვლად და მერე ვნახეთ, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალბატონის კომენტარში სხვა პირები ერეოდნენ, ეს გარემოებები ქმნის ერთობლიობაში ძალიან გონივრულ ეჭვს, რომ მასზე ზეწოლა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან" ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ინსულტის ნიშნებით ამავე ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი