"მთავარის" ინფორმაციით, ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია 

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლი - მესამე პრეზიდენტის ყოფილი ექიმი  ნინო გოგორიშვილი ურთულესი მდგომარეობით ახლა ამავე ჰოსპიტალის სტაციონარულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ჩვენი ინფორმაციით, ექიმს ინსულტის ნიშნები განუვითარდა.

ნინო გოგორიშვილი ხელისუფლების რეპრესიების სამიზნე სკანდალური აღიარების შემდეგ გახდა, როცა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს დაუდასტურა, რომ საავადმყოფოდან ვითომ გაწერილ მესამე პრეზიდენტს ისევ პოსტ ტრავმული აშლილობა ჰქონდა და მისი რეაბილიტაცია პატიმრობის პირობებში წარმოუდგენელი იყო

"მთავარი არხი" დეტალების დადგენას ცდილობს, თუმცა ჰოსპიტალიდან კომენტარს არავინ აკეთებს.

ამავე თემაზე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი