6 ადამიანი შევიდა და მუქარით ელაპარაკებოდნენ, რამდენს ბედავს, დაადე ბორკილებიო... ამ კადრების გასაჯაროებას ითხოვს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს და იხსენებს იმ მონაკვეთს, როცა მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საკნად გადაკეთებულ პალატაში 6 პირი შევიდა და მასზე იძალადეს. ხერხეულიძემ ამ საკითხზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
დეტალურად, ადამიანმა როდესაც მოყვა, რომ მწოლიარე მდგომარეობაში 6 კაცი თავზე დაახტა, ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე საათის ეპიზოდზე. და უთხრეს, რომ უნდა მოეხსნათ ეს საათი, წარმოიდგინეთ, ადამიანი როდესაც წევს და 6 ადამიანი შევა და მუქარით ელაპარაკებიან, მოიხსენი საათიო. აბა სცადეთო, მე ვუთხარიო, ვერ მივხვდი ასეთი აგრესიით რატომ შემოვარდნენო და მაშინ თქვეს, რამდენს ბედავს, დაადე ეს ბორკილებიო და ხელების გაკავება და ჭიდაობა.. ჯერ ერთი, ითხოვს ამ კადრების გამოქვეყნებას, არ იცის უკვე რა სამსახურს მიმართოს, იმიტომ რომ ვისაც ეს შეეძლო, ის სამსახური დახურვის პირასაა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება უწყება პასუხისმგებელი ამაზე ვერცერთი, რომელიც ამას გააკეთებს, მაგრამ არ ვიცი, იქნებ მოხდეს ამ კადრების გასაჯაროება. მთავარი არის ის, რომ მას ამ წუთას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
იხილეთ ასევე: