"ღელავს გოგორიშვილზე... დარწმუნებულია, მას მეტი არ შეეძლოო" | ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ნინო გოგორიშვილს ფორმა 100-ზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ამ საკითხზე მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში, "დღის სტუმარი" ისაუბრა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ნინო გოგორიშვილი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

"ძალიან ღელავს ნინო გოგორიშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვუსაყვედურე კიდეც და ვუთხარი - რანაირად მწირავდით და მიშვებდით აქედან და ფორმა 100-ს ხელი როგორ მოაწერეთო, დარწმუნებული ვარ, რომ მას მეტი არ შეეძლოო, უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა ამ მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის იმყოფება იმავე ჰოსპიტალში და გადის მკურნალობას, მას დიდი სურვილი აქვს მასთან შეხვედრის, უბრალოდ მას ამის მერე აღარ უნახავს. ძალიან განიცდის ამ თანამდებობრივ დაქვეითებას, გრძნობს რომ მიხეილ სააკაშვილის გამო მოხდა, თვლის, რომ ჩემს გამო სიმართლე რომ მოუწია და თქვა, რომ აქ ვერ უმკურნალებენ ამიტომ მოხსნეს ეს ადამიანიო",-თქვა ეკა ხერხეულიძემ.

დღეს, 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია, გავრცელებული ინფორმაციით, მას ინსულტის ნიშნები აქვს. 

27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა იგეგმებოდა. იმავე დღეს მას შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა.  მოგვიანებით წერილი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა, რომელშიც მომხდარს დეტალურად აღწერდა. მისი თქმით, მასთან ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და კლინიკიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი