"ემპათია" პროკურატურას მიმართავს - მიხეილ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობა და შეზღუდვები გორის ჰოსპიტალში

გამოქვეყნდა:

"ემპათია" აპირებს პროკურატურაში შეიტანოს სარჩელი და გაასაჩივროს მიხეილ სააკაშვილთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არშეშვების გადაწყვეტილება. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ამით დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, პაციენტმა ჩაიტაროს ექსპერტიზა. გარდა ამისა, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მოითხოვენ გამოძიებას მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, არაადამიანური მოპყრობის მორიგ შემთხვევაზე, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელდა და რომელზეც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ გააკეთა განცხადება. 

"ემპათიას" ექსპერტები გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ არ შეუშვეს. როგორ ჯიშკარიანი ამბობს, მოითხოვეს წერილობით ახსნა-განმარტება,თუმცა ვერ მიიღეს. 

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ეს არის ხელის შეშლა სამედიცინო ექსპერტიზაში.

უნდა მივმართოთ ყველა სამართლებრივ ზომას. ჩვენ ვაპირებთ ხვალ დავუკავშირდეთ პენიტენციურ სამსახურს. ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ჩავაყენეთ საქმის კურსში, დავუკავშირდებით პენტიენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და გასაჩივრდება ეს ჩვენი არშეშვება ყველგან. ასევე მივმართავთ პროკურატურას მიიღოს ზომები დაიწყოს გამოძიება" ამბობს ჯიშკარიანი "დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას.

პროკურატურის გარდა, "ემპათია" გეგმავს მიმართოს პრეზიდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს და საქმის კურსში ჩააყენონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ უნდა გაირკვეს ვინ არ მისცა დღეს ექსპერტებს სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება და პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი