ქუთაისის მერს ხელფასი 5 500 ლარამდე გაეზრდება | საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

დაძაბული კამათისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ქუთაისში. დეპუტატები ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი დამტკიცდა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი ჩინოვნიკების კომფორტზე გათვილი ფინანსური დოკუმენტია და არ ასახავს მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებს.

ოპოზიციის განსაკუთრებული პროტესტი კი ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელფასის 5 500 ლარამდე ზრდამ გამოიწვია. საბოლოოდ პროტესტის ნიშნად ხელისუფლების ოპონენტებმა დარბაზი დატოვეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი