
"მინდა მივმართო პატრიარქს - გაჩუმება აღარ შეიძლება... ეს ხალხი მკვლელობაზე ხელის მომწერია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი მთავარი არხის სპეცეთერში საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გატაცებას ეხმაურება.
მინდა მივმართო პატრიარქს, ასე გაჩუმება აღარ იქნება. უმორჩილესი თხოვნაა, მგონია, რომ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია ამ სიგიჟის და ბოროტების დასრულება... იქნებ ახლა მაინც თქვას პატრიარქმა სათქმელი, უკვე დროა. ეს ხალხი ხელის მომწერია მკვლელობაზე და ამას აკეთებენ პუტინის საამებლად, - ამბობს ხაბეიშვილი.
იხილეთ ასევე: