მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია - რა ხდება რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი შუაღამისას გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ამჯერადაც არაფერი იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა. 

ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ციხეში მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ. ნიკა გვარამია მასთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამითვე ჩავიდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მას ამის უფლება არ მისცეს.

უფლებადამცველებს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, პირველ რიგში სურთ იცოდნენ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ, როცა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სცადეს ის ცუდად გახდა.

ოფიციალურ უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამავე თემაზე: 

მთავარი 09:00 | არა რუსულ კანონს! აქცია პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი