პაციენტს დაავლეს ხელი და გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებლოდა.

როგორც თოიძემ აღნიშნა, არც სომატურად და არც ფსიქოლოგიურად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არაა ისეთი, რომ ის სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერათ.

"პაციენტს დაავლეს ხელი და გადაიყვანეს იქ, სადაც არ შეიძლებოდა, გადაეყვანათ. პირველი იმიტომ, რომ ყველასთვის გავრცელებული, ყველასთვის ცნობილი პოსტტრავმული სტრესული დაავადება, არ შეიძლება, იმკურნალებოდეს იმ დაწესებულებაში, სადაც მას ეს ტრავმა მიაყენეს. ეს ერთი და შედარებით მსუბუქი, მეორე, რეფიდინგის შედეგები - არ არის ეს კაცი დაყენებული იმ კონდიციაში, რომელიც შეესაბამება რეფიდინგს. შესაძლებელია, ეს თვითონ რეფიდინგის ბრალი კი არ იყოს, ეს იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის ცენტრალური რეგულაციის მოშლის შედეგი. 

რაც შეეხება რატომ გადაიყვანეს, ნუ ეს ალბათ არ არის სამედიცინო გადაწყვეტილება, აქ სხვა ძალებია ჩარეული, შეუძლებელია, რომელიმე ექიმმა, რომელსაც ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ისე შორიდან პაციენტი, თქვას, რომ ეს კაცი არის ჯანმრთელი, სომატურად ჯანმრთელს ვლაპარაკობ, თორემ რაც შეეხება პოსტტრავმული სტრესის გამოვლინებას, ამისთვის საუბარიც საკმარისია, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ემოციურად მიხეილ სააკაშვილი არ არის სრულ წონასწორობაში", - თქვა ოთარ თოიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. მათ მიხეილ მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ.

უფლებადამცველები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი